სამომხმარებლო შეთანხმება

წესები და პირობები

1.1 პერსონალური ინფორმაცია და მონაცემები რომელიც გროვდება ჩვენი ვებ საიტის/მობ. აპლიკაციაში (შემდგომში როგორ “მედლაბი”) არის ნებაყოფლობითი ინფმრაცია რომელსაც მომხარებელი აწვდის ჩვენს ავტომატიზირებულ სისტემას.
1.2 თქვენი როგორც მომხმარებლების პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება ჩვენსთვის უმნივნელოვანესი პრიორიტეტია. ჩვენ მოვამზადთ უსაფრხოების წესები სპეციალურიად იმისათვის მოგცეთ მაქსიმალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვინახავთ თქვენს მიერ მოწოდებულ მონაცემები.
1.3 ჩვენ ვიღებთ სხვადასხვა ტიპის ინფომრაციას თქვენგან, ისეთი როგორიცაა: მეილი, სქესი, ასაკი…
1.4 ეს არის ინფორმაცია რომელსაც თქვენ ავსებთ რეგისტაციისას და რომლის მიწოდებესაც ეთანხმებით ჩვნი სევისისთვის.
1.5 ჩვენ ვიყენებთ თქვენს ფოსტას რომ გიპასუხოთ და მოგეცთ წვდომა ჩვენს მომსახურებაზე. და ჩვენთვის მიუღბელია ამ ინფომრაციის გადაცემა სხვა პირებისთვის ან გამოყენება სხვა მიზნებისათვის.
1.6 ელ. ფოსტის მისამართი, რომელსაც თქვენ გვაწვდით არის თქვენი მომავალი აიდი(ID) რითაც შემდომში ვახდენთ თქვენს იდენტიფიცებას სისტემაში.
1.7 საჯარო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის გამოქვეყნებაც არ ეწინააღმდეგება კანონდმელბობას და რომლის გავრცელებას თქვენც ეთანხმებით.

მომსახურების ხელშეკრულება

2. ხელშეკრულების საგანი
2.1 ხელშეკრულების საგანია აპლიკაციის ექიმების მიერ მომხმარებლისათვის/პაციენტებისათვის სხვადასხვა სახის სამედიცინო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა. მომსახურების სახეები, ვადები და ღირებულება ასახულია წინამდებარე ხელშეკრულებაში.

კომპანიის უფლებები და მოვალეობები

3.1 მომხმარებლის უფლებები და ვალდებულებები:
3.1.1 მომხმარებელი ვალდებულია შეასრულოს ამ ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები
3.1.2 მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს მომსახურების საფასური შეთანხმებული ოდენობით და შესაბამის ვადაში;
3.1.3 მომხმარებელი ვალდებულია, რომ ინფორმაცია სრულად მიაწოდოს მედლაბს, როგორც ამჟამინდელი, ასევე გასული პერიოდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
3.1.4 მომხმარებელი იღებს ვალდებულებას ჯამრთელობის შესახებ მიწოდებული ინფორმაციის სისწორეზე
3.1.5 მომხმარებელი ვალდებულია სატელეფონო და ვიდეო ზარი განახორციელოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ.
3.1.6 სპეციალური ფასდაკლების მისაღებად მომხმარებელი ვალდებულია მედლაბს წარუდგინოს მის მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია.
3.1.7 მომხმარებელი აცხადებს თანხმობას და აძლევს უფლებას მედლაბს დაამუშაოს მისი პერსონალური მონაცემები პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3.1.8 მომხმარებელს უფლება აქვს დღის განმავლობაში (10:00-22:00 საათების ფარგლებში) მიიღოს მედლაბისგან შესაბამისი მომსახურება.
3.1.9 მომხმარებელს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში ექიმს მოსთხოვოს საუბრის ამონაწერი.
3.1.10. მომხმარებელი აცხადებს თანხმობას და მედლაბს აძლევს უფლებას ჩაწერილ და შენახულ იქნას კონსულტაციის ამსახველი ტექსური საუბარი/მიმოწერა.

3.2 მედლაბს უფლებები და ვალდებულებები:
3.2.1 ჩვენი ექიმები ვალდებული არიან დროულად და ხარისხიანად მოემსახუროს მომხმარებელს.
3.2.2 მედლაბი ვალდებულია დღის განმავლობაში (10:00-22:00 საათების ფარგლებში) უპასუხოს შემოსულ შეტყობინებას და გაუწიოს მომხმარებელს სამედიცინო კონსულტაცია.
3.2.3 მედლაბი ვალდებულია უზრუნველყოს კვალიფიციური მომსახურების გაწევა მომხმარებლისათვის.
3.2.4 მედლაბი ვალდებულია დაიცვას კონფინდენციალურობა და არ გაამჟღავნოს ინფორმაცია მომხმარებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3.2.5 მედლაბი უფლებამოსილია შეისწავლოს მომხმარებლების სხვადასხვა ჯგუფების სოციალური მდგომარეობა და ინდივიდუალურად გაუწიოს მომსახურება სპეციალური ფასდაკლებით.

4. სახელშეკრულებო ვადა
4.1 ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.
4.2 სამედიცინო-საკონსულტაციო მომსახურების დეტალური ვადები ასახულია წინამდებარე ხელშეკრულების დანართებში.

5. მომსახურების საფასური
5.1 მომსახურების საფასური განისაზღვრება მედლაბის მიერ, ხოლო თანხის ჩამოჭრა ხდება მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის შემდეგ.

6. მხარეთა პასუხისმგებლობა და დავის გადაწყვეტა

6.1 თითოეული მხარე პასუხს აგებს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის კანონით დადგენილი წესით. 6.2 თითოეული მხარე ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება, იმ შემთხვევაში თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალით (ფორს-მაჟორული გარემოებები), ან მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო.
6.3 დაუძლეველ ძალად მიიჩნევა ისეთი ფაქტის ან გარემოებების არსებობა, რის გამოც ხელშეკრულების მხარე ვერ ასრულებს ვალდებულებებს, კერძოდ: ხანძარი და აფეთქება, წყალდიდობა, სტიქიური უბედურება; სამხედრო მოქმედება, ომი, აჯანყება, სამოქალაქო ომი.
6.4 თითოეული მხარე ვალდებულია დაუყონებლივ წერილობით შეატყობინოს და განუმარტოს მეორე მხარეს დაუძლეველი ძალის არსებობის შესახებ, რის გამოც იგი ვერ ახერხებს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.
6.5 მედლაბი პასუხს არ აგებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეფერხებაზე იმ შემთხვევაში თუ იგი გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი ტექნიკური ხარვეზების გამო.
6.6 ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეებს შორის დავა წყდება შეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ხელშეკრულების შეწყვეტა
7.1 ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმებით ან ცალმხრივად შეიძლება ნებისმიერ დროს შეწყდეს.
7.2 მომხმარებელს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ: ექიმი არ უწევს შეთანხმებულ მომსახურებას; ექიმმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
7.3 მედლაბს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ მომხარებელი ცდილობს მიიღოს
7.5 მედლაბს უფლება აქვს მომხმარებელთან ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ მომხმარებელი არღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

8. დამატებითი პირობები
(1) წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ორ ეგზემპლარად, რომელთაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა. ხელშეკრულების თითო ეგზემპლარი გადაეცემა მხარეებს.
(2) ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა ხდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წერილობითი ფორმით გარიგების დადებით.